სექსუალური განათლება
მგონი ხოფერიას გადაცემაში იყო, ზუსტად არ მახსოვს, მხოლოდ ყური მოვკარი და ეკრანისთვის არც შემიხედავს.
მოკლედ, საუბარი იყო, უნდა იყოს თუ არა სექსუალური განათლება სკოლებშიო და ბევრი აპროტესტებდა იქ, რომ არაო და რაც მოვისმინე, ის არგუმენტები ძალიან არამყარად მომეჩვენა.
ერთ-ერთი მიზეზი იყო ,რომ ყველა თანაბრად განვითარებული არ არის, ყველა თანაბრად ვერ აღიქვამს ამ ინფორმაციას და ა.შ. და მოკლედ, დრო როცა მოვა ისედაც გაიგებენ მეგობრებისგან ან ვინმესგანო. აი ეგრე რომ არის იმიტომაც ვართ კარგ დღეში.
როცა ინგლისურს და რუსულს ატენი ბავშვს ერთდროულად, ან როცა მსოფლიო ისტორიას აზეპირებინებ, მაშინ ეკითხები ბავშვს, არის თუ არა მთელი ამ ინფორმაციის მისაღებად მზად? სხვადასხვა კლასებში ზუსტად იმიტომ სწავლობენ, რომ რაღაც განვითარების მიხედვით არიან დაყოფილები (და ეს ძირითადად ასაკობრივად განისაზღვრება).
იქ ვიღაც ამბობდა, თავის დაცვა და რაღაცეები ხომ ელემენტარულია და მაგას რაღა სწავლება სჭირდებაო. ზუსტად მაგ ელემენტარული რაღაცეების სწავლებაა საჭირო. მე რომ ვიღაცისგან გავიგე სექსის შესახებ და არავის არ უზრუნია ჩემს მაგ მხრივ განათლებაზე, მაგიტომაც იყო, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან კარგა ხნის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პრეზერვატივი მხოლოდ ორსულობისგან დასაცავად არ გამოიყენება და ნებისმიერი ადამიანი (თუნდაც შენთვის ყველაზე საყვარელი) შეიძლება რაღაც დაავადების გადამტანი იყოს. ყოველთვის საჭიროა სიფრთხილე და ვიღაცამ თუ არ დაგარიგა, შენით ვერ მოიგონებ მაგას…
მსგავსი განათლება რომ არ აქვთ ბავშვებს, იმიტომაცაა, რომ 13 წლის ასაკში სექსით კავდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იგებენ, რომ იქ რაღაც აპკი თუ რაღაც ყოფილა და ვაიმე, ახლა რა ეშველებათ. გგონიათ, წარმოუდგენელია, ხო? არადა მართლა არსებობენ და არ არის ეს სასაცილო. უბრალოდ არავინ მსგავს ინფორმაციას არ აწვდის მათ.
როგორც გოგონებს სჭირდებათ წინასწარი ინფორმაცია მენტსრუაციის შესახებ, სანამ დაეწყებათ, ან როგორც ბიჭებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომ გათავებისას სპერმა გამოიყოფა, ისევეა საჭირო ინფორმაცია სექსის შესახებ. მენსტრუაციაზე და სპერმაზე არ გაგეცინოთ. ძალიან ბევრი ვიცი, რომ ინფორმაციის არ ქონის გამო პირველ მენსტრუაციაზე გული წაუვიდა, წიოკი დაიწყო, ვკვდებიო, მამიკოს დაუძახეს. ასევე ბიჭებისგან გამიგია, რომ საკმაოდ დამაპანიკებელი იყო, როდესაც პირველად დაინახეს როგორ გამოვიდა მათი ასოდან რაღაც თეთრი.
ასე რომ, რაც არ უნდა იყოს, ამ მხრივ განათლება აუცილებელია და ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის სწორად მიწოდება. ისე რომ არ გაჩნდეს უხერხულობის შეგრძნება და ა.შ. თორემ მეცხრე კლასის ერთ-ერთი გაკვეთილი ყველას გემახსოვრებათ, მასწავლებლები აწითლებული ლოყებით რომ ხსნიდნენ და არავის აყოლებდნენ შემდეგ. შედეგად ბევრმა დღემდე არ იცის, რას ნიშნავს ოვულაცია
))
მე დავბრუნდი
ჩემი აქ არ ყოფნა ალბათ ვერც ვერავინ შეამჩნია ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ დავბრუნდი.
ზღვაზე ვიყავით მე და ჩემი ბფ რამდენიმე დღით. რა ბედნიერება იყო, მთელი დღე წყალში ვეყარეთ
))
იშვიათად გვეძლევა ასეთი შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღე გადაბმულად ერთად ვიყოთ. მართლა არ მგონია, რომ არსებობს ქვეყანაზე ისეთი ბედნიერება, როგორიც ერთად დაძინება და გაღვიძებაა. ეს ის არის, რაზეც ვერასოდეს ვიტყვი უარს.
ის შეგრძნება მიყვარს, როცა ზედმეტი მონატრებისგან არ იტანჯები და ყოველ დღე რომ ნახულობ, არ გინდა, რომ ეგრევე ეცე და კოცნო და ეფერო. როცა იძინებ მასთან ერთად და იცი, რომ, როცა გაიღვიძებ, მაინც იქ იქნება
) მოკლედ, ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
ძაან რომანრიკაში გადავვარდი? უკაცრავად
)
ზღვას რაც შეეხება, ნორმალური ამინდები იყო. ძალიან ზომიერად გავირუჯე (დამცავ კრემს ყოველთვის ვხმარობ). ბეეევრი აჭარულები ვჭამე. ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური.
აგვისტოს ბოლოს ალბათ ისევ წავალთ და ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ ივლის
აქ რა საშინელი სიცხეებია… ვერ ვსუნთქავ
ჩამოცხა
ძალიან მალე დაიწყო სიცხეები და მეც, ამის გამო, ისე მოვითენთე, რომ სახლიდან გასვლის თავი არ მაქვს
ზაფხული რამდენიმე მიზეზით არ მიყვარს. პირველი ის არის, რაც უკვე დავწერე. ძალიან რომ ცხელა ვითენთები და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. კიდევ ეს აუტანელი კოღოები, ბუზები და მსგავსი მამაძაღლობები. ყველაზე დიდი მინუსი კიდევ ის არის, რომ სექსი მეზარება. ანუ ჩემს შეყვარებულთან მიკარებაც მეზიზღება, სული მეხუთება. ალბათ ამიტომ არის, რომ ჩემი შეყვარებულების უმრავლესობას ზაფხულში ვშორდები (იმედია ახლანდელი გაუძლებს ამ ზაფხულს)
ხო, მოკლე პოსტი გამოვიდა ხო? მარა ის გოგო, ვისგანაც ბლოგის შესახებ გავიგე, ამბობდა, დრო ფულია და სათქმელი მოკლედ მოჭერითო
კაცები, მეგობრობა და სექსი
ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს უფრო მეტი ბიჭი მეგობარი. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ უნდათ. უმრავლესობას უბრალოდ ილუზია აქვს, რომ მართლა შესაძლებელია კაცის და ქალის მეგობრობა. ნაწილი კი იმდენად შეუხედავია, რომ ილუზია არ სჭირდება, “სხვანაირად” მაინც არ შეხედავენ კაცები
ხო, პირველ რიგში ვაღიაროთ – კაცები კარგი მეგობრები არიან. ქალებს უჯოკრავენ. აი ქალები მაღიზიანებენ. ხშირად მიფიქრია, რომ “აი ეს გოგო ჩემი ნამდვილი/კარგი მეგობარია”, მაგრამ ისეთი ჭორები დაუყრია ჩემთვის და ისეთი ინტრიგები დაუხლართავს… მოკლედ, ქალების თემა ცალკე პოსტია და ცალკე დავწერ. ბუნებრივია, ჩემს თავზეც ვისაუბრებ იქ
მივუბრუნდეთ კაცებს. ოდესღაც მეც მქონდა ილუზია, რომ შესაძლებელი იყო გყოლოდა კაცი მეგობარი, რომელიც უბრალოდ მეგობარი იქნებოდა.
დღეს უკვე ვიცი, რომ კაცი როდესაც გემეგობრება რაღაც ინტერესები ამოძრავებს. კაცს თუ არა, ქალს მაინც. ბოლოს სექსამდე მიდის მაინც ყველაფერი. ნუ საუბარი მაინც, საქმე თუ არა
ხოდა მშვენიერი გამოსავალი ვიპოვე – თან მეგობრობა, თან სექსი (თუ მეგობარი მეც მომწონს). თუ არადა უბრალოდ “ვთიზერობ”
რა თქმა უნდა, ცოტა იცვლება რაღაცეები მეგობართან სექსის მერე. ხანდახან უფრო თავშეკავებულები ხდებიან, ხან მეტი უნდებათ (მეტში შეყვარებულობა და მსგავსები იგულისხმება). შეიძლება სექსი არც იყოს და ისე დაიწყოს სიყვარულობანა
ასე რომ იმაზე საუბრი, რომ “მეგობარია და როგორ მაკადრა” ზედმეტია. ეს ყველაფერი ხომ ისედაც ბუნებრივია და გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მხოლოდ მეგობრობით არ მთავრდება ქალის და კაცის მეგობრობა. რაღა საჭიროა მერე ამაზე წუწუნი
ჩემი პირველი პარტნიორი
წუხელ ბლოგი ზუსტად ამ პოსტის დასაწერად გავხსენი. არ დამეზარა, მაინც დავწერე და დრაფტებში შევინახე (უძინარზე რამე არ გამომრჩენოდა/შემშლოდა)
მოკლედ, დღეს ერთი სიმღერა ამეკვიატა და ჩემი პირველი პარტნიორი გამახსენა. რაღაც ჩვენი საუნტრეკივით იყო ის სიმღერა. აი მთლიანად გამახსენდა ის კაცი. მარტო სახე და ხმა კი არა, მისი კანი, სუნი, ჩვევები, მზერა…
საათობით ვიწექით ლოგინზე და უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. ხმასაც არ ვიღებდით. შეიძლებოდა მას ეთქვა 1-2 სიტყვა. მე სულ ჩუმად ვიწექი. არადა არ მიყვარდა. საერთოდ უემოციოდ დავშორდი ცოტა ხანში.
მას შემდეგ კიდევ ბევრი პარტნიორი მყავდა და მათ უმრავლესობას ერთი რამ აკავშირებდა – არ მიყვარდნენ. არადა არც მარტო სექსის გამო ვიყავი მათთან.
უბრალოდ მათი გრძნობების ანარეკლი იყო ჩემში, რის გამოც ვფიქრობდი, რომ მეც მქონდა რაღაც გრძნობა, ან უბრალოდ მომწონდა სტატუსი “შეყვარებული”. მერე უბრალოდ მიტყდებოდა დაშორება და ვიყავი მათთან, სანამ ზედმეტად არ ამომივიდოდა ყელში…
თქვენ არ გქონიათ ეგეთი შეგრძნება? თითქოს პასუხისმგებელი ხარ იმ ადამიანთან ვისთანაც ხარ და თავს არიდებ მისთვის გულის ტკენას და დაშორების ამბავს სულ შემდეგისთვის დებ. ან ისეთ სისულელეს ეუბნები, როგორიცაა: “შენ უკეთესს იმსახურებ”. სადღაც წავიკითხე ამას წინათ მსგავს გამოთქმებზე. მარაზმიაო. არადა 1-2 ჯერ კარგი გამოსავალი იყო ჩემთვის მსგავსი ფრაზები
ხო, პირველ პარტნიორზე ვამბობდი, არ მიყვარდამეთქი, მაგრამ ახლა სასიამოვნოდ გამახსენდა მისი შეხება, მისი სიგარეტის სუნით აყროლებული ოთახი და ის, როგორ ვუყურებდით ერთმანეთს საათობით თვალებში ულაპარაკოდ.
ალბათ მანამდე არსებული ურთიერთობებისგან რომ განსხვავდებოდა იმიტომ, ან უბრალოდ ისე მექცეოდა, როგორც ბავშვს – ძალიან მიფრთხილდებოდა და ისე ნაზად მეხებოდა, თითქოს ეშინოდა არ გავეტეხე…
ვაი.. უკაცრავად, სენტიმენტებიანი გამოვიდა პოსტი? არ მინდოდა
უბრალოდ რაღაც შემომაწვა ამ შუაღამისას
გამარჯობა სამყაროვ
ხო, ზუსტად ახლა, ღამის 2 საათზე მოვინდომე ბლოგის გაკეთება
იმდენი ვიკითხე სხვების ბლოგები, უნამუსობაა, ჩემიც რომ არ მქონდეს
ეჭვი მაქვს, ისეთ თემებზე მოვინდომებ წერას, რომ უკეთესი იქნება, 16 წლამდე ასაკის ადამიანები ეკრანებს მოარიდოთ
ხო, რაღაცაზე მინდოდა პოსტის დაწერა, იმიტომაც გავხსენი ბლოგი სასწრაფოდ, გამწარებულმა, მაგრამ დამავიწყდა
სანამ ახალი იდეა მომივა, აქაურობაშიც გავერკვევი
Leave a Comment