ჩემი პირველი პარტნიორი
წუხელ ბლოგი ზუსტად ამ პოსტის დასაწერად გავხსენი. არ დამეზარა, მაინც დავწერე და დრაფტებში შევინახე (უძინარზე რამე არ გამომრჩენოდა/შემშლოდა)
მოკლედ, დღეს ერთი სიმღერა ამეკვიატა და ჩემი პირველი პარტნიორი გამახსენა. რაღაც ჩვენი საუნტრეკივით იყო ის სიმღერა. აი მთლიანად გამახსენდა ის კაცი. მარტო სახე და ხმა კი არა, მისი კანი, სუნი, ჩვევები, მზერა…
საათობით ვიწექით ლოგინზე და უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. ხმასაც არ ვიღებდით. შეიძლებოდა მას ეთქვა 1-2 სიტყვა. მე სულ ჩუმად ვიწექი. არადა არ მიყვარდა. საერთოდ უემოციოდ დავშორდი ცოტა ხანში.
მას შემდეგ კიდევ ბევრი პარტნიორი მყავდა და მათ უმრავლესობას ერთი რამ აკავშირებდა – არ მიყვარდნენ. არადა არც მარტო სექსის გამო ვიყავი მათთან.
უბრალოდ მათი გრძნობების ანარეკლი იყო ჩემში, რის გამოც ვფიქრობდი, რომ მეც მქონდა რაღაც გრძნობა, ან უბრალოდ მომწონდა სტატუსი “შეყვარებული”. მერე უბრალოდ მიტყდებოდა დაშორება და ვიყავი მათთან, სანამ ზედმეტად არ ამომივიდოდა ყელში…
თქვენ არ გქონიათ ეგეთი შეგრძნება? თითქოს პასუხისმგებელი ხარ იმ ადამიანთან ვისთანაც ხარ და თავს არიდებ მისთვის გულის ტკენას და დაშორების ამბავს სულ შემდეგისთვის დებ. ან ისეთ სისულელეს ეუბნები, როგორიცაა: “შენ უკეთესს იმსახურებ”. სადღაც წავიკითხე ამას წინათ მსგავს გამოთქმებზე. მარაზმიაო. არადა 1-2 ჯერ კარგი გამოსავალი იყო ჩემთვის მსგავსი ფრაზები
ხო, პირველ პარტნიორზე ვამბობდი, არ მიყვარდამეთქი, მაგრამ ახლა სასიამოვნოდ გამახსენდა მისი შეხება, მისი სიგარეტის სუნით აყროლებული ოთახი და ის, როგორ ვუყურებდით ერთმანეთს საათობით თვალებში ულაპარაკოდ.
ალბათ მანამდე არსებული ურთიერთობებისგან რომ განსხვავდებოდა იმიტომ, ან უბრალოდ ისე მექცეოდა, როგორც ბავშვს – ძალიან მიფრთხილდებოდა და ისე ნაზად მეხებოდა, თითქოს ეშინოდა არ გავეტეხე…
ვაი.. უკაცრავად, სენტიმენტებიანი გამოვიდა პოსტი? არ მინდოდა
უბრალოდ რაღაც შემომაწვა ამ შუაღამისას
ჩემს ბოლო პოსტთან რაღაც პატარა კავშირშია აქაურობა )))
არ მინახავს. რატომ არის კავშირში?