კაცები, მეგობრობა და სექსი
ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს უფრო მეტი ბიჭი მეგობარი. არ ვიცი რატომ ხდება ასე, მაგრამ უნდათ. უმრავლესობას უბრალოდ ილუზია აქვს, რომ მართლა შესაძლებელია კაცის და ქალის მეგობრობა. ნაწილი კი იმდენად შეუხედავია, რომ ილუზია არ სჭირდება, “სხვანაირად” მაინც არ შეხედავენ კაცები
ხო, პირველ რიგში ვაღიაროთ – კაცები კარგი მეგობრები არიან. ქალებს უჯოკრავენ. აი ქალები მაღიზიანებენ. ხშირად მიფიქრია, რომ “აი ეს გოგო ჩემი ნამდვილი/კარგი მეგობარია”, მაგრამ ისეთი ჭორები დაუყრია ჩემთვის და ისეთი ინტრიგები დაუხლართავს… მოკლედ, ქალების თემა ცალკე პოსტია და ცალკე დავწერ. ბუნებრივია, ჩემს თავზეც ვისაუბრებ იქ
მივუბრუნდეთ კაცებს. ოდესღაც მეც მქონდა ილუზია, რომ შესაძლებელი იყო გყოლოდა კაცი მეგობარი, რომელიც უბრალოდ მეგობარი იქნებოდა.
დღეს უკვე ვიცი, რომ კაცი როდესაც გემეგობრება რაღაც ინტერესები ამოძრავებს. კაცს თუ არა, ქალს მაინც. ბოლოს სექსამდე მიდის მაინც ყველაფერი. ნუ საუბარი მაინც, საქმე თუ არა
ხოდა მშვენიერი გამოსავალი ვიპოვე – თან მეგობრობა, თან სექსი (თუ მეგობარი მეც მომწონს). თუ არადა უბრალოდ “ვთიზერობ”
რა თქმა უნდა, ცოტა იცვლება რაღაცეები მეგობართან სექსის მერე. ხანდახან უფრო თავშეკავებულები ხდებიან, ხან მეტი უნდებათ (მეტში შეყვარებულობა და მსგავსები იგულისხმება). შეიძლება სექსი არც იყოს და ისე დაიწყოს სიყვარულობანა
ასე რომ იმაზე საუბრი, რომ “მეგობარია და როგორ მაკადრა” ზედმეტია. ეს ყველაფერი ხომ ისედაც ბუნებრივია და გულის სიღრმეში ყველამ იცის, რომ მხოლოდ მეგობრობით არ მთავრდება ქალის და კაცის მეგობრობა. რაღა საჭიროა მერე ამაზე წუწუნი