სექსუალური განათლება

მგონი ხოფერიას გადაცემაში იყო, ზუსტად არ მახსოვს, მხოლოდ ყური მოვკარი და ეკრანისთვის არც შემიხედავს.

მოკლედ, საუბარი იყო, უნდა იყოს თუ არა სექსუალური განათლება სკოლებშიო და ბევრი აპროტესტებდა იქ, რომ არაო და რაც მოვისმინე, ის არგუმენტები ძალიან არამყარად მომეჩვენა.

ერთ-ერთი მიზეზი იყო ,რომ ყველა თანაბრად განვითარებული არ არის, ყველა თანაბრად ვერ აღიქვამს ამ ინფორმაციას და ა.შ. და მოკლედ, დრო როცა მოვა ისედაც გაიგებენ მეგობრებისგან ან ვინმესგანო. აი ეგრე რომ არის იმიტომაც ვართ კარგ დღეში.

როცა ინგლისურს და რუსულს ატენი ბავშვს ერთდროულად, ან როცა მსოფლიო ისტორიას აზეპირებინებ, მაშინ ეკითხები ბავშვს, არის თუ არა მთელი ამ ინფორმაციის მისაღებად მზად? სხვადასხვა კლასებში ზუსტად იმიტომ სწავლობენ, რომ რაღაც განვითარების მიხედვით არიან დაყოფილები (და ეს ძირითადად ასაკობრივად განისაზღვრება).

იქ ვიღაც ამბობდა, თავის დაცვა და რაღაცეები ხომ ელემენტარულია და მაგას რაღა სწავლება სჭირდებაო. ზუსტად მაგ ელემენტარული რაღაცეების სწავლებაა საჭირო. მე რომ ვიღაცისგან გავიგე სექსის შესახებ და არავის არ უზრუნია ჩემს მაგ მხრივ განათლებაზე, მაგიტომაც იყო, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან კარგა ხნის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პრეზერვატივი მხოლოდ ორსულობისგან დასაცავად არ გამოიყენება და ნებისმიერი ადამიანი (თუნდაც შენთვის ყველაზე საყვარელი) შეიძლება რაღაც დაავადების გადამტანი იყოს. ყოველთვის საჭიროა სიფრთხილე და ვიღაცამ თუ არ დაგარიგა, შენით ვერ მოიგონებ მაგას…

მსგავსი განათლება რომ არ აქვთ ბავშვებს, იმიტომაცაა, რომ 13 წლის ასაკში სექსით კავდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იგებენ, რომ იქ რაღაც აპკი თუ რაღაც ყოფილა და ვაიმე, ახლა რა ეშველებათ. გგონიათ, წარმოუდგენელია, ხო? არადა მართლა არსებობენ და არ არის ეს სასაცილო. უბრალოდ არავინ მსგავს ინფორმაციას არ აწვდის მათ.

როგორც გოგონებს სჭირდებათ წინასწარი ინფორმაცია მენტსრუაციის შესახებ, სანამ დაეწყებათ, ან როგორც ბიჭებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომ გათავებისას სპერმა გამოიყოფა, ისევეა საჭირო ინფორმაცია სექსის შესახებ. მენსტრუაციაზე და სპერმაზე არ გაგეცინოთ. ძალიან ბევრი ვიცი, რომ ინფორმაციის არ ქონის გამო პირველ მენსტრუაციაზე გული წაუვიდა, წიოკი დაიწყო, ვკვდებიო, მამიკოს დაუძახეს. ასევე ბიჭებისგან გამიგია, რომ საკმაოდ დამაპანიკებელი იყო, როდესაც პირველად დაინახეს როგორ გამოვიდა მათი ასოდან რაღაც თეთრი.

ასე რომ, რაც არ უნდა იყოს, ამ მხრივ განათლება აუცილებელია და ამის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის სწორად მიწოდება. ისე რომ არ გაჩნდეს უხერხულობის შეგრძნება და ა.შ. თორემ მეცხრე კლასის ერთ-ერთი გაკვეთილი ყველას გემახსოვრებათ, მასწავლებლები აწითლებული ლოყებით რომ ხსნიდნენ და არავის აყოლებდნენ შემდეგ. შედეგად ბევრმა დღემდე არ იცის, რას ნიშნავს ოვულაცია :) ))

Advertisement

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.